მსახიობი ანჯელინა ჯოლი მკაცრი დედაა და როდესაც საკითხი განათლებას ეხება, ფიცხ ხასიათს იჩენს.
ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ შვილებმა ფრანგული ენა კარგად უნდა ისწავლონ და პატარებს ინგლისურ ენაზე საუბარს უკრძალავს. ჯოლის შვილები იძულებულნი არიან, შეძლებისდაგვარად ფრანგულ ენაზე ისაუბრონ, რადგანაც დედიკოს სხვა ენა "არ ესმის".
"ბრედ პიტისა და ანჯელინას სახლში ნამდვილი საგიჟეთია. ბავშვები ინგლისურ ენაზე ყვირიან და დედისგან პასუხს ელიან, ანჯელინა კი ტერიტორიას ტოვებს და ვიდრე ფრანგულ წინადადებას არ გაიგებს, მათ სურვილებს არაფრად აგდებს. ეს ყველაფერი ცხოველების გაწვრთნას უფრო ჰგავს", - წერს ვებსაიტი showbizspy.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.