"ბითლზების" პირველ სტუდიურ ალბომს 50 წელი შეუსრულდა

"ბითლზების" პირველ სტუდიურ ალბომს 50 წელი შეუსრულდა

ლეგენდარული ჯგუფის The Beatles-ის პირველ სტუდიურ ალბომს 50 წელი შეუსრულდა. სწორედ 1963 წლის 22 მარტს დიდ ბრიტანეთში გაყიდვაში გამოვიდა ბენდის ალბომი Please Please Me. ეს ალბომი ალბომთა ჰიტ-აღლუმის ლიდერი 30 კვირის განმავლობაში იყო და ლიდერობა ისევ "ბითლზების" მეორე რელიზს With The Beatles-ს დაუთმო.

გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს ლეგენდარული ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომის შესახებ:

1. "ბითლზების" ალბომი Please Please Me, ამერიკაში არ იყიდებოდა იქამდე, სანამ ის CD ფორმატს არ მოარგეს, ეს კი 1987 წელს მოხდა.

2. საოცარია, მაგრამ ალბომში შემავალი 14 სიმღერიდან, 10 - ერთი დღის განმავლობაში, 1963 წლის 11 თებერვალს ჩაიწერა. ჩაწერა დილის 10 საათზე დაიწყო და 9 საათისა და 45 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

3. პროდიუსერ ჯორჯ მარტინს ალბომის მთავარი ფოტოს გადაღება ლონდონის ზოოპარკის ფონზე ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ზოოლოგიურმა საზოგადოებამ მკაცრი უარი განაცხადა. საბოლოოდ ჯგუფის წევრებმა ფოტო ხმის ჩამწერი სტუდიის EMI-ის სათაო ოფისში, ერთ-ერთ კიბეზე გადაიღეს.

4. სიმღერა Twist And Shout-ი იყო ბოლო ტრეკი, რომელიც ამ ალბომისთვის პირველ სამუშაო დღეს ჩაწერეს, რადგან ლენონი გაციებული იყო და პროდიუსერს შეეშინდა, მომღერალს ხმა საერთოდ არ დაჰკარგვოდა.

5. ერთ-ერთი სიმღერა ამ ალბომიდან - I Saw Her Standing There, თავდაპირველად თინეიჯერი ჰელენ შაპიროსთვის შეიქმნა, თუმცა მან  მის შესრულებაზე უარი განაცხადა.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება