რობერტ პატინსონი და კრისტენ სტუარტი ისევ ერთად არიან

რობერტ პატინსონი და კრისტენ სტუარტი ისევ ერთად არიან

რობერტ პატინსონი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ავსტრალიიდან ლოს-ანჯელესში და მაშინვე მოინახულა კრისტენ სტუარტი. წყვილმა უკვე მოასწრო რამდენიმე ბარში ერთად გასეირნება. გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ცნობილი წყვილი დაშორდა, ჭორები აღმოჩნდა.

ამას "ბინდის" ფანის გამოქვეყნებული ფოტოც ადასტურებს, სადაც გოგონა რობერტთან და კრისტენთან ერთად არის აღბეჭდილი. ფოტო რამდენიმე დღის წინ, სტუარტის და პატინსონის საყვარელ ბართან Ye Rustic Inn-თანაა გადაღებული.

"მათ კარაოკე-ბარში შევხვდი ჩემს სახლთან ახლოს. ორ მეგობართან ერთად იყვნენ", - ასეთი კომენტარი გაუკეთა სურათს ფოტოგრაფმა.

ფოტოს ავტორის თქმით, რობერტს სურათის გადაღება არ სურდა, თუმცა კრისტენმა მისი დაყოლიება მაინც შეძლო.

"კრისტენი ძალიან საყვარელია. რობერტს რცხვენოდა, მან კი უთხრა: "მოდი აქ, რობ, ნუ ხარ სულელი". ამის შემდეგ გაიცინა და ჩამეხუტა. ძალიან მეგობრული და თბილი ადამიანია", - განაცხადა წყვილის თაყვანისმცემელმა.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება