73 წლის ტინა ტერნერი თხოვდება

73 წლის  ტინა ტერნერი თხოვდება

ცნობილი ამერიკელი მომღერალი ტინა ტერნერი, რომელიც ცოტა ხნის წინ შვეიცარიის მოქალაქე გახდა, თხოვდება. 73 წლის ვარსკვლავის საქმრო გერმანელი მუსიკალური პროდიუსერი ერვინ ბახია, რომელიც ტინაზე 20 წლით პატარაა. ამის შესახებ გერმანული Vogue-ი იუწყება.

მომღერლის თქმით, მის ქორწილში დრესკოდი იქნება - სტუმრები ცერემონიაზე, რომელიც ქალაქ კიუსნახტში გაიმართება, თეთრ სამოსში გამოწყობილები უნდა მივიდნენ.

სადღესასწაულო კერძებს მომღერლის საყვარელი მზარეულები - ჰორსტ პერერმანი და რიკო ცანდონელა მოამზადებენ. ტინას განცხადებით, მას არასდროს უგრძვნია თავი ასე ბედნიერად.

აღსანიშნავია, რომ ტინა ტერნერს 20 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ოფიციალურად გაეფორმებინა საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობა. პირველ მეუღლეს აიკ ტერნეტს მომღერალი 1950-იან წლებში შეხვდა. წყვილმა ერთად 16 წელზე მეტი იცხოვრა, თუმცა ქორწინება ბოლომდე იღბლიანი მაინც არ აღმოჩნდა: 1976 წელს ვარსკვლავი მეუღლეს გაეყარა და განაცხადა, რომ ამ წლების განმავლობაში მეუღლე მას მორალურად და ფიზიკურად ამცირებდა.

მეუღლესთან ოფიციალურად განქორწინების შემდეგ, ტინა ტერნერმა ერვინ ბახი გაიცნო. 1990-იან წლებში წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო. 1998 წელს ტერნერი და ბახი შვეიცარიის ქალაქ კიუსნახტში დასახლდნენ, რომელიც ციურიხითან ახლოს მდებარეობს.

მომზადებულია Vogue-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება