რაიან გოსლინგი კინოდან მიდის

რაიან გოსლინგი კინოდან მიდის

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი, კანადელი მსახიობი რაიან გოსლინგი სამსახიობო სამუშაოსგან გადაიღალა. 32 წლის მსახიობმა გადაწყვიტა ცოტა ხნით შეისვენოს. ამის შესახებ თავად რაიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

"ისედაც ბევრი გავაკეთე. პერსპექტივების ხედვა დავკარგე. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება დავისვენო და გავაცნობიერო, რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. ვთვლი, რომ ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი - პაუზის აღებაა. საერთოდ საკუთარი თავისგან დასვენება მინდა, ისევე როგორც მაყურებელს ჩემგან",- აღნიშნა მსახიობმა.

რაიანმა ფილმებში მონაწილეობა 8 წლის ასაკში დაიწყო. ახალგაზრდა მსახიობი ჯასტინ ტიმბერლეიკთან, ბრიტნი სპირსთან და მილა კუნისთან ერთად "მიკი მაუს დისნეი კლუბის" წევრი იყო.

მომზადებულია stvchannel.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება