ვალერი მელაძემ და ვალერიამ რომანი გააბეს

ვალერი მელაძემ და ვალერიამ რომანი გააბეს

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ვალერი მელაძემ ძველ მეგობარ ვალერიასთან რომანი გააბა, თუმცა ეს მხოლოდ გადასაღებ მოედანზე მოხდა. მომღერლები ახალი კლიპის პრეზენტაციისთვის ემზადებიან.

"ვალერი მელაძესთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. კონცერტებზე შეხვედრა ხშირად გვიწევს. ცოტა ხნის წინ ერთად მუშაობის იდეა გაგვიჩნდა. მე მას დიდ პატივს ვცემ, როგორც პიროვნებას და როგორც მომღერალს. დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით სიმღერას, რომელიც ორივეს შეგვეფერებოდა და 2012 წლის ბოლოს ის ჩვენთვის კონსტანტინე მელაძემ დაწერა", - ამბობს ვალერია.

მომღერლების თაყვანისმცემლები პრემიერას ელოდებიან. "არ დამკარგო" შეყვარებულების ბალადაა ღრმა შინაარსითა და ემოციური შესრულებით. ამ კომპოზიციაზე კლიპის გადაღებები კიევში მარტის შუა რიცხვებში მიმდინარეობდა. კლიპის სატელევიზიო პრეზენტაცია მარტის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

მომზადებულია tochka.net-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება