ნინო გაჩეჩილაძე საცხოვრებლად ცალკე გადავიდა

ნინო გაჩეჩილაძე საცხოვრებლად ცალკე გადავიდა

მსახიობ ნინო გაჩეჩილაძის ცხოვრებაში კარგი სიახლეა. "ჩემი ცოლის დაქალებიდან" წასვლის შემდეგ მსახიობმა ახალსახლობა იზეიმა და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. "ამბები.გე"-ს ნინოს და, მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ესაუბრა.

- რა სიახლეებია შენსა და ნინოს ცხოვრებაში?

- ჩემსკენ არაფერია ახალი, ნინომ კი ახლახან ახალსახლობა იზეიმა. ძალიან კომფორტული და ლამაზი სახლია. 2 ოთახიანია. გემოვნებით მოწყობილი.

- მარტო ცხოვრობს?

- მეც ხშირად ვრჩები ნინოსთან, ფაქტობრივად, ერთად ვართ მარტოები, მაგრამ მშობლებთანაც მივდივართ. სახლი ნინოს სამსახურის წინ, მარჯანიშვილის სახელობის თეატრთანაა. ის ახლა ახალ როლზე მუშაობს და პრემიერა მალე იქნება.

"კატოსგან" განსხვავებით, მშობლიურ სახლს დაუბრუნდა ნინი ბადურაშვილი. თუმცა მეუღლესთან დაცილებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მოსკოვში უქმად ყოფნას თბილისში ურჩევნია.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას ბადურაშვილმა განაცხადა, თბილისში ყოფნა მისი ორსულობითაა გაპირობებული, თუმცა ის მუსიკალურ სატელევიზიო პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრიც იქნება.

- მოსკოვში უქმად ყოფნას თბილისში მირჩევნია, რადგან ფეხმძიმედ ვარ და თან "ახალი ხმის" ჟიურიშიც მიმიწვიეს. საინტერესო პროექტია და ამიტომაც აქ ვამჯობინებ ამ ეტაპზე დარჩენას.

გიორგი ბერიძე

ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება