ხვალ საქველმოქმედო აქცია "ბავშვები ბავშვებისათვის" გაიმართება

ხვალ საქველმოქმედო აქცია "ბავშვები ბავშვებისათვის" გაიმართება

სამოდელო სტუდია "Fashion Studio" დაარსებიდან 5 წლის თარიღს საქველმოქმედო აქციით "ბავშვები ბავშვებისათვის" აღნიშნავს.

როგორც სტუდიის წარმომადგენლებმა ”ამბები.გე”-ს აცნობეს, საქველმოქმედო წვეულება ხვალ, საჯარო ბიბლიოთეკის წვეულებათა დარბაზში გაიმართება.

აქციაში "Fashion Studio"-ს მოდელებთან ერთად მონაწილეობას ნინელი ჭანკვეტაძის პატრონაჟის ქვეშ მყოფი "მომავლის გზის" გოგონები და საპატრიარქოსთან არსებული "წმინდა ივლიტესა და კვირიკეს დედათა და შვილთა თავშესაფრის" აღსაზრდელები მიიღებენ.

მზრუნველობამოკლებული ბავშვები სტუდიის გოგონებთან ერთად მთელი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ, მიიღეს მონაწილეობა ფოტოსესიაშიც. გამოფენა-დეფილე აქციის ერთგვარი დასკვნითი ეტაპია.

აქციის ფარგლებში გაიმართება ფოტოების გამოფენა და დეფილე ცოცხალი ვიოლინოსა და ტანგოს მოტივების თანხლებით. წარმოდგენილი იქნება დიზაინერების - მაია თავაძის და იულია მორგუნოვას კოლექციები.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება