ლოს-ანჯელესში Kids' Choice Awards 2013- გაიმართა

ლოს-ანჯელესში Kids' Choice Awards 2013- გაიმართა

ლოს-ანჯელესში Choice Awards-2013-ის დაჯილდოება გაიმართა. Nickelodeon-ის პრემიის გაცემამდე ვარსკვლავებმა კიდევ ერთხელ გაიარეს წითელ ხალიჩაზე. ცერემონიას დაესწრნენ კრისტენ სტუარტი, კეტი პერი, სელენა გომესი, ფერჯი და სხვა ვარსკვლავები.

ცერემონია საკმაოდ მხიარული გამოვიდა. სელებრითებს მთელი საღამოს განმავლობაში სახიდან ღიმილი არ მოსცილებიათ. მუსიკალური ნომრებით საზოგადოების წინაშე წარსდგნენ პიდბული და კრისტინა აგილერა, კეიშა და სხვები. 

ასეთ მხიარულ ატმოსფეროში, რა თქმა უნდა, არავის დავიწყებია პრემიების გაცემა. Kids' Choice Awards 2013-ის ლაურეატები გახდნენ:

საუკეთესო სატელევიზიო შოუ: "ვიქტორია - გამარჯვებული"

საუკეთესო მულტიპლიკაციური სერიალი: "ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი"

საუკეთესო სატელევიზიო მსახიობი მამაკაცი: როს ლინჩი

საუკეთესო სატელევიზიო მსახიობი ქალი: სელენა გომესი

საუკეთესო ფილმი: "შიმშილის თამაშები"

საუკეთესო კინომსახიობი მამაკაცი: ჯონი დეპი

საუკეთესო კინომსახიობი ქალი: კრისტენ სტუარტი

საუკეთესო მუსიკალური ჯგუფი: One Direction

საუკეთესო მომღერალი მამაკაცი: ჯასტინ ბიბერი

საუკეთესო მომღერალი ქალი: კეტი პერი

საუკეთესო სიმღერა: What Makes You Beautiful (One Direction)

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება