კიმ კარდაშიანს თავის მოვლის სახიფათო პროცედურები იზიდავს

კიმ კარდაშიანს თავის მოვლის სახიფათო პროცედურები იზიდავს

რეალური შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი სიმშვიდის ნამდვილი განსახიერებაა იმ დროს, როცა 19 ნემსი სახის ყველა ნაწილში აქვს ჩარჭობილი.

ორსულმა კიმმა "ინსტაგრამზე" თავისი სურათი ატვირთა წარწერით: "ეს უბრალოდ, განტვირთვისთვის".

აკუპუნკტურა რეკომენდებულია ორსულებისთვის, რომელთაც სურთ, თავიდან აიცილონ სტრესი. რამდენადაც რთულია პროცედურა, იმდენად უნაოჭო და უზადოა კარდაშიანის კანი.

აკუპუნკტურა განტვირთვის ან ენერგიის მიღებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. როდესაც დაახლოებით 30-40 ნემსი ტანზე და სახეზეა ჩარჭობილი, ხდება კოლაგენისა და ელასტინის სტიმულირება, რაც კანს უფრო ალამაზებს.

კიმ კარდაშიანმა რამდენიმე კვირის წინ ჩაიტარა გალამაზების სხვა პროცედურაც, რაც მხრიდან სისხლის აღებას და შემდეგ სახის კანში ნემსით შეყვანას გულისხმობს.

ამასობაში 32 წლის ვარსკვლავი, რომელიც ივლისში კენი უესტისგან პირველ ბავშვს გააჩენს, ორსულის ტანსაცმლის ჩაცმას არ ჩქარობს.

კიმმა ახლახანს აღიარა, რომ წონის მომატების გამო ჩაცმისას ყოველდღე წვალობს და ფეხმძიმობის დამალვით დაიღალა: "ვიცი, რომ მოვიმატე, მაგრამ მუცელი ჯერ არ მომრგვალებულა, ამიტომ ვცდილობ, ისეთი ტანსაცმელი მოვიხდინო, რომ ძალიან მსუქნად არ გამოვიყურებოდე. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ წონის დამალვაზე უფრო მობილიზებული ვარ, ვიდრე ორსულისთვის შესაფერის სამოსზე, იმიტომ რომ, მუცელი ჯერ არც ისე დიდია. ერთი სული მაქვს, როდის გაიზრდება!"

მომზადებულია Us Weekly-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება