ბანდერასი და გრიფიტი - 17 წელი ბედნიერ ქორწინებაში

ბანდერასი და გრიფიტი - 17 წელი ბედნიერ ქორწინებაში

ვარსკვლავური წყვილი, მსახიობები - ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტი 17 წელია ქორწინებაში არიან. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ერთმანეთი ძალიან უყვართ.

წყვილი ესპანეთის ქალაქ მალაგაში შვილთან, სტელასთან ერთად ისვენებს. პაპარაცებმა მსახიობებს ფოტოები მაშინ გადაუღეს, როდესაც სასტუმროს აივანზე საუბრობდნენ და ფესტივალს ადევნებდნენ თვალს.

მელანიმ და ანტონიომ ერთმანეთი 1995 წელს გაიცნეს. ერთწლიანი რომანი გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. ანტონიო ცოლის გვერდით იყო მაშინაც, როდესაც მელანის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. რამდენიმე წლის განმავლობაში გრიფიტი სარეაბილიტაციო ცენტრებში დადიოდა და ტკივილგამაყუჩებლებისგან და ალკოჰოლდამოკიდებულებისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ბანდერასმა მეუღლის გამო გადასაღებ მოედანზე დაბრუნებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში უარი თქვა და საავადმყოფოში პატრონობდა.

რამდენიმე თვის წინ დასავლურ პრესაში წერდნენ, რომ წყვილის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა - პაპარაცები ბანდერასს ახალგაზრდა გოგონების გარემოცვაში, ღამის კლუბებსა და ხმაურიან წვეულებებზე ხშირად ხედავდნენ. თუმცა, ყველაფერი მოგვარდა და როგორც მელანი ამბობს, მათ ერთმანეთი ძველებურად უყვართ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება