პუგაჩოვამ გალკინს ღამის კლუბი აჩუქა

პუგაჩოვამ გალკინს ღამის კლუბი აჩუქა

ყოველწლიურად, უკვე 45-ე წელია, რუ­სული ესტრადის პრიმადონა გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავს. გასულ წლებში, ჩვეულებისამებრ, ალა პუგაჩოვა მოსკოვის ცენტრში სეირნობდა და ყველა გამვლელს ყვითელ ტიტას ჩუქნიდა.

მაგრამ წელს ტრადიცია შეცვალა - სეირნობას შინ ჯდომა ამჯობინა, ახლო მეგობრებსა და ახალგაზრდა ქმარ მაქსიმ გალკინთან. საოჯახო წვეულებაზე დაპატიჟებულთა შორის იყვნენ ფილიპ კირკოროვი, ბუინოვები, ანდრეი მალახოვი და სხვები.

ალა სტუმრებთან ვარდისფერი, ტანზე მომდგარი კაბით წარდგა, ზურმუხტისა და ბრილიანტის ყელსაბამით შემკული. როგორც კი სტუმრები სუფრას მიუსხდნენ, ალამ სამჯერ წარმოთქვა უკვე ტრადიციად ქცეული ფრაზა: "გაზაფხულს მოსვლის ნებას ვრთავ!"

ოჯახურ წვეულებაზე ალას ყოფილმა ქმარმა ფი­ლიპ კირკოროვმა მასთან ცხოვრების ერთი სასიამოვნო ეპიზოდიც გაიხსენა: "ერთხელ გადავწყვიტე, ალასთვის სიურპრიზი გა­მეკეთებინა. სანამ ეძინა, უა­ხლოეს ბაზარში წავედი, ათი ათასი ყვითელი ვარდი ვიყიდე და ჩვენი მოახლის დახმარებით მისი საწოლი აყვავებულ თაიგულად ვა­ქციე. დავტკბი ამ სურათით და ფრთხილად დავკეტე კარი. მაგრამ ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, საშინელი ყვირილი შემომესმა. თურმე, ალას დაესიზმრა, რომ მოკვდა. შეშინებულს თვალი რომ გაუხელია, შვებით სურდა ამოესუნთქა, რომ გარშემო ყვითელი ვარდების გორები დახვდა".

ალამ სტუმრებს ერთი კარგი ამბავიც ამცნო - მაქსიმ გალკინს, არც მეტი, არც ნაკლები, ღამის კლუბი აჩუქა, რომელიც პირდაპირ მათი უშველებელი სახლის სარდაფში განთავსდება. პუგაჩოვამ კლუბის მზადების პროცესი სასტიკად გაასაიდუმლოა, მათ შორის გალკინმაც კი არ იცოდა. მერე კი ასეთი არც ისე მოკრძალებული საჩუქარი საჯაროდ მიართვა.

წვეულებაზე ისიც გაი­რკვა, რომ ალას უფროს შვილიშვილს, ნიკიტა პრესნიაკოვს, ცნობილმა ბებიამ დაცვა აუყვანა, რომელიც მას გამუდმებით დაჰყვება. ეს კი მას მერე მოხდა, რაც ნიკიტას, რომელიც უბრალო ბიჭი ყოფილა და ყველგან მეტროთი დადიოდა, მიწისქვეშა ტრანსპორტში მაწანწალების ბრბო დაესხა თავს. არაფერი წაურთმევიათ და არც დაუზიანებიათ, თუმცა გვარიანად შეაშინეს.

Экспресс газета

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება