ლონდონში ემა უოტსონის ცვილის ქანდაკება დადგეს

ლონდონში ემა უოტსონის ცვილის ქანდაკება დადგეს

ლონდონში, მადამ ტუსოს მუზეუმში ახალი ექსპონატი გაჩნდა. ამჯერად ცვილის ქანდაკებათა რიგს, ახალგაზრდა მსახიობის, ემა უოტსონის ორეული შეემატა.

მუზეუმის პრეს-მდივნის განცხადებით, ემას ცვილის ფიგურას მუზეუმში ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს.

"ადამიანებს სურთ მისი ნახვა. "ჰარი პოტერის" შემდეგ მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება. მთელი მსოფლიოდან გვწერდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ემას ქანდაკება შეგვექმნა", - განაცხადა მუზეუმის წარმომადგენელმა.

ემას ცვილის ორეული მოქანდაკე ალექს კარლაილმა შექმნა. ფიგურის შექმნას 4 თვე დასჭირდა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება