რიანა შესაძლოა კარიერას დაემშვიდობოს

რიანა შესაძლოა კარიერას დაემშვიდობოს

ექიმებმა რიანა გააფრთხილეს - ვარსკვლავმა ან უარი უნდა თქვა ხმაურიან წვეულებებზე, ან კარიერას უნდა დაემშვიდობოს. ცხოვრების მხიარულმა სტილმა და ღამის კლუბებში ხშირმა სტუმრობამ რიანას ჯანმრთელობასთან პრობლემა შეუქმნა. მომღერალს ლარინგიტი, იგივე ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება ჰქონდა და ახლა რეაბილიტაციას საჭიროებს.

წყაროს თქმით, ექიმებმა რიანა გააფრთხილეს, რომ რეაბილიტაცია რამდენიმე თვე უნდა გაგრძელდეს და ამისთვის მშვიდი გარემოა საჭირო. თუ მომღერალი რჩევებს არ გაითვალისწინებს, მისი მსოფლიო ტურნე შეიძლება გადაიდოს კიდეც.

"რიანას უთხრეს, რომ ცხოვრების სტილში სერიოზული ცვლილებები უნდა შეიტანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანთება შეიძლება გამწვავდეს, რაც მის კარიერაზე უარყოფითად აისახება. მას მოწევა, დალევა და გვიან დაძინება უყვარს. ახლა მის ორგანიზმს დასვენება სჭირდება", - აცხადებს წყარო.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება