რა უნდათ ქართველებს მალიში?

რა უნდათ ქართველებს მალიში?

ქართველ ჯარისკაცებს მალე მალიში გაგზავნიან. როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა თანახმაა, ევროპელი პარტნიორების შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღოს და ამჟამად მალის მისიაში საქართველოს ჩართვის დეტალები ზუსტდება. ევროკავშირის მისიაში საქართველოს ჩართვის შესახებ სურვილი ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ბარონესა ქეთრინ ეშტონმა, გასული წლის ბოლოს, საქართველოში ვიზიტისას გამოთქვა. ამჟამად, მალის საერთაშორისო მისიაში ევროკავშირის 16 ქვეყანა და ნორვეგია მონაწილეობს. მალის დედაქალაქ ბამაკოში უკვე ჩასულია 500-კაციანი ჯგუფი, რომელიც სამხედრო ინსტრუქტორებისგან, მედიკოსთა ჯგუფებისგან, სამაშველო სამსახურებისა და ასევე, 70-კაციანი სამხედრო პერსონალისგან შედგება.

რას მოგვცემს ქართველი სამხედროების მალიში გაგზავნა, როგორ პირობებში მოუწევთ მათ მისიის შესრულება და რა საფთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. ამის შესახებ გვესაუბრებიან: ექსპერტი სამხედრო საკითხებში - გიორგი თავდგირიძე, კავკასიის კონფედერაციის თავმჯდომარე - ზაალ ქასრელიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი - დავით თევზაძე.

გიორგი თავდგირიძე - იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოს "ნატოში" მიღების საკითხი დადგება. ჩვენს გვერდით მებრძოლი ქვეყნები აუცილებლად გაგვიწევენ რეკომენდაციას

- მე და ჩემს თანამოაზრეებს მიგვაჩნია, რომ ყველა სამხედრო მისიაში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან ნატოს ეგიდით ხორციელდება, საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს. ეს იქნება ჩვენი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში. გარდა ამისა, მისია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენს ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს პროფესიული კუთხით განვითარების საშუალება მიეცემათ. თუმცა, ცალკეულ მისიას სხვადასხვა მიდგომა სჭირდება, თითოეული სხვადასხვა რისკ-ფაქტორს შეიცავს. რაც შეეხება მალის, ეს არის მისია, რომელშიც ევროპის ქვეყნები მონაწილეობენ. აქ წარმოდგენილი იქნება ნატოს ქვეყნები, ამიტომ ამ მისიაში ჩვენი არმიის მონაწილეობა ევროპული მასშტაბით საქართველოს ავტორიტეტის გაზრდას უზრუნველყოფს. ეს ძალიან წაგვადგება, იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოს "ნატოში" მიღების საკითხი დადგება. ჩვენს გვერდით მებრძოლი ქვეყნები აუცილებლად გაგვიწევენ რეკომენდაციას.

- იმ რისკფაქტორების შესახებ რას იტყვით, რაც ამ მისიას ახლავს?

- მოგახსენებთ: მისიაში მონაწილეობის პოლიტიკური მოტივაცია აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია, მაგრამ აუცილებლად უნდა განისაზღვროს და შეფასდეს ის საფრთხეები და რისკფაქტორები, რაც მისიას ახლავს. ფრანგებს აუცილებლად ექნებათ შესწავლილი მალის კლიმატური პირობები და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი დაავადებები. ამ საკითხით ჩვენც უნდა დავინტერესდეთ. აუცილებლად უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ესა თუ ის თემა მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ შევაფასოთ და მასთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეებიც კარგად შევაფასოთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შევისწავლოთ, როგორი შეიძლება იყოს კლიმატის ზეგავლენა და სოციალური გარემო ქართველ სამხედროებზე. ერაყსა და ავღანეთში ქართველი სამხედრო ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არ ყოფილა, მაგრამ არ ვიცით, რა გავლენას იქონიებს მასზე აფრიკის უდაბნო. სამწუხაროა, რომ ასეთ საკითხებს ძალიან ზერელედ ვუყურებთ.

დროა, ქართულმა საზოგადოებამ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში სიღრმისეულად ჩაიხედოს და თავდაცვის სისტემას მეტი კომპეტენტურობა მოსთხოვოს. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმ განცხადებით, რომ მალის ოპერაციაში მონაწილეობას ვიღებთ.

- ბატონო გიორგი, მოდი, მკითხველს გავაცნოთ, მაინც ვინ არიან ეს ტუარეგი სეპარატისტები და რისთვის იბრძვიან.

- 2012 წლის 6 აპრილს, ტუარეგი სეპარატისტების მიერ მართულმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილმა, აზავადმა მალისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს.

ეს არის ტერიტორია, რომელიც მოიცავს მალის ჩრდილოეთს, რაც ალჟირის ტერიტორიასა და გერმანიაზე ორნახევარჯერ დიდია. მისი მოსახლეობა, თუ არ ვცდები, 26 მილიონია. აზავადი ძირითადად მომთაბარე ტომთა გაერთიანებებისგან შედგება.

ამ რეგიონის თემს წარმოადგენს ქალაქი ტიმბუქტუ, რომელიც ცოტა ხნის წინ სეპარატისტების გავლენის ქვეშ იყო და მალის არმიამ მხოლოდ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების დახმარებით მოახერხა მისი გათავისუფლება. სხვათა შორის, ტუარეგების დიდი ნაწილი კადაფის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. გასათვალისწინებელია, რომ მათ საკმაოდ დიდი სამხედრო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. ასე რომ, თუ მათ კარგი დაფინანსება ექნებათ, საკმაოდ დიდ წინააღმდეგობებს შეუქმნიან მისიის მონაწილეებს. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სერიოზული პრობლემები აქვს თავად მალის შეიარაღებულ ჯარებს. მათ სამხედრო გამოცდილება აკლიათ და კარგად მომზადება სჭირდებათ იმისთვის, რომ აზავადზე კონტროლის განხორციელება დამოუკიდებლად შეძლონ. პრინციპში, მისიის მიზანიც ეს არის და არა საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე