გვინეტ პელტროუ სილამაზის სალონს ხსნის

გვინეტ პელტროუ სილამაზის სალონს ხსნის

გვინეტ პელტროუ სილამაზის სალონს ხსნის. 40 წლის ვარსკვლავი ახალ ბიზნესს ორ პარტნიორთან, სტილისტ დავიდ ბაბაისთან და ფიტნეს-მწვრთვნელ ტრეისი ანდერსონთან ერთად იწყებს. სალონი ლოს-ანჯელესში იხსნება.

სალონში კლიენტებს დევიდის შეზღუდული რაოდენობის კოლექციაში არსებული თმის მოვლის საშუალებებით მოემსახურებიან. პროდუქტი, რომელსაც აქ გამოიყენებენ, არ შეიცავს სულფატებს, პარაბენს და სხვა ნივთიერებებს. მათი საშუალებით სალონის კლიენტთა თმის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

"ჩვენ გამოვიყენებთ ჯანსაღ პროდუქტს, ჯანსაღ ინგრედიენტებს. აქ მხოლოდ ექსკლუზიური მომსახურება გელით, რომელსაც სახლის პირობებში თავად ვერ გააკეთებთ", - აღნიშნა სტილისტმა.

გვინეტის სილამაზის სალონი 4 აპრილს ლოს-ანჯელესში, ბრენტვუდში გაიხსნება.

მომზადებულია posh24.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება