ახალი ცვილის ფიგურა ბრიტნი სპირსს არ ჰგავს

ახალი ცვილის ფიგურა ბრიტნი სპირსს არ ჰგავს

ნიუ-იორკში, მადამ ტუსოს მუზეუმში მომღერალ ბრიტნი სპირსის კიდევ ერთი ახალი ცვილის ფიგურა დადგეს.

ესკიზად ის ფოტოსურათები გამოიყენეს, რომელიც 2008 წლის MTV-ის დაჯილდოების ცერემონიალზეა გადაღებული. სწორედ ასეთი მაკიაჟი, ვარცხნილობა და სამოსი ეცვა ბრიტნის წვეულებაზე. თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ ფაქტია, რომ ცვილის ფიგურა უხეირო გამოვიდა. ეს თვითმხილველებმაც შენიშნეს, მაგრამ ამას სპირსის გულშემატკივრებისთვის ხელი არ შეუშლია, ისინი ცვილის ფიგურასთან ფოტოსურათებს მომღიმარი სახეებით იღებდნენ. მომღერალს ფიგურასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ვარსკვლავის პირველი ცვილის ფიგურა მუზეუმში 2003 წელს დადგეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება