მადონამ მილიარდი დააგროვა

მადონამ მილიარდი დააგროვა

მომღერალი მადონა არაერთხელ დაუსახელებიათ შოუბიზნესის ყველაზე შემოსავლიან ვარსკვლავად. მისი ჰონორარები ნამდვილად იძლეოდა იმის გარანტიას, რომ მადონასთვის პოპის დედოფალი ეწოდებინათ, თუმცა ვარსკვლავი ამაზე არ შეჩერებულა. მადონა ახლა მილიარდერია.

როგორც დასავლური პრესა იუწყება, ახალი სოციალური სტატუსის მოპოვებაში მადონას მისი მსოფლიო ტურნე MDNA დაეხმარა. კონცერტებიდან შემოსულმა თანხამ 305 მლნ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, შოუს ჩანაწერების დისკები კიდევ 10 მლნ დოლარად გაიყიდა, ხოლო ალბომების გაყიდვებმა მომღერალს 75 მლნ-იანი მოგება მოუტანეს.

ოფიციალური წყაროებით, ამ დროისთვის მადონას ქონება 700 მლნ დოლარს შეადგენს, თუმცა დასავლურ პრესაში წერენ, რომ მადონამ უკვე დააგროვა მილიარდი დოლარი, ვინაიდან მას შემოსავლის სხვადასხვა წყარო აქვს.

პოპის დედოფალს ინვესტიციები აქვს განხორციელებული შემდეგ ბრენდებში: Vita Coco, Madge, ფინტეს-კლუბების ქსელი Hard Candy. 60 მლნ დოლარი მადონამ მისი სუნამოს Truth or Dare-ის გაყიდვებით მოაგროვა. კიდევ 10 მლნ-ის მოგებას ვარაუდობენ სამოსისა და ფეხსაცმელის დიზაინერული ხაზის Material Girl-ის გაყიდვებიდან. მადონას შემოსავალს საცვლების კოლექციაც ზრდის, რომელიც სპეციალურად მაღაზია Macy's-თვის შეიქმნა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება