მიხაილ გორბაჩოვი: "რაისას სიკვდილში თავს ვიდანაშაულებ"

მიხაილ გორბაჩოვი: "რაისას სიკვდილში თავს ვიდანაშაულებ"

საბჭოთა კავშირის პირველმა პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ 1969 წლის 10 ნოემბერს ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ "უბრალოდ ეძინა თავის სახლში" და არ გააღვიძეს.

"არ იყო ამის აუცი­ლებლობა, - ჰყვება მიხაილ გორბაჩოვი, - მომხდარის პირველი დეტალები ადრე დილით გავიგე. ჩვენი პოზიცია მაშინ თავიდანვე ცნობილი იყო - სრული გულგრილ­ობა იმისადმი, რომ სადღაც იქ არეულობა იყო". გერმანიის გაყოფა, გო­რბაჩოვის თქმით, ერთგვარი შენელებული მო­ქმედების ბომბი იყო. ამიტომაც ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ქვეყნის გაერთიანება საერთო ინტერესებს პასუხობდა, თუმცა "დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი თავდაპირველად ამის წინააღმდეგი იყვნენ".

გარდა ამისა, ინტე­რ­ვიუში საბჭოეთის უკან­ასკნელმა ლიდერმა და­­სავლელი პოლიტიკოსები იმაში დაადანაშაულა, რომ რუსეთს უარს ეუბნებოდნენ მხარდაჭერაზე მისთვის მძიმე პერიოდში და კრედიტებს არ აძლევდნენ. "დროდადრო ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ მაშინ ზოგიერთები მაგიდის ქვეშ ხელებს იფშვნეტდნენ და ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობაზე სიამოვნებით ფიქრობდნენ". გარდა ამისა, მისი აზრით, სწორედ საბჭოთა კავშირმა მოახდინა თავისი განიარაღების პროგრამით ცივი ომის დასრულებისა და გერმანიის გაერთიანების ინიცირება. "ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ცივი ომის გამარჯვებას თავის თავზე მიიწერდა, თითქოს ეს მისი პირადი დამსახურება იყო, - ჩივის გორბაჩოვი, თითქოს ეს ყველაფერი, მათ შორის გერმანიის გაერთიანებაც, შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის გარეშე".

ინტერვიუს ბოლოს გორბაჩოვმა აღიარა, რომ დღემდე იდანაშაულებს თავს საყვარელი ცოლის - რაისას გარდაცვალებაში. მისი თქმით, რაისა ბოლომდე ვერ შეეგუა მისი ქმრის რეფორმების დაცინვასა და კრიტიკას. "ყოველდღე ვფიქრობ, რომ შემეძლო მისი გადარჩენა. ის ყოველთვის გვერდით იყო, ყოველთვის დათმობაზე მიდიოდა, - ამბობს პოლიტიკოსი, - ყველაფერი გაიღო ჩემი წარმატებისა და კარიერისთვის. მე ის უნდა დამეცვა".

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა