ბორის ბერეზოვსკის ჩამოხრჩობასთან დაკავშირებით გამოძიება ხვალ იწყება

ბორის ბერეზოვსკის ჩამოხრჩობასთან დაკავშირებით გამოძიება ხვალ იწყება

ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების საქმის გამოძიება ოფიციალურად ხვალიდან დაიწყება, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა. გუშინ სამართალდამცველებმა ბიზნესმენ ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზად ჩამოხრჩობა დაასახელეს. ტემზის პოლიციის განყოფილების ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ დასკვნამდე ექსპერტები ცხედრის გაკვეთის შედეგად მივიდნენ.

პათანატომების ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და მას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება. ამავე პერიოდში გახდება ცნობილი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგებიც.

67 წლის ბორის ბერეზოვსკის ცხედარი დიდ ბრიტანეთში, სურეის საგრაფოში, ქალაქ ასკოტთან მდებარე მის სასახლეში 23 მარტს აღმოაჩინეს. ცხედარი სააბაზანოში იპოვეს. ბორის ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში 2001 წლიდან ცხოვრობდა, სადაც 2003 წელს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა