ახალ "ტრანსფორმერებში" მეგან ფოქსის ნაცვლად ნიკოლა პელტცი ითამაშებს

ახალ "ტრანსფორმერებში" მეგან ფოქსის ნაცვლად ნიკოლა პელტცი ითამაშებს

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ფილმ "ტრანსფორმერების" რეჟისორი მაიკლ ბეი სურათის თაყვანისმცემლებს არ უმხელდა, ვინ შეასრულებდა მთავარ როლს ფილმის მეოთხე სერიაში.

ვარაუდობდნენ, რომ პროექტში კვლავ მეგან ფოქსი დაბრუნდებოდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დედა გახდა, თუმცა როგორც რეჟისორი ამბობს, ტრიუმფალური დაბრუნება არ იქნება. მთავარი როლი რეჟისორმა 18 წლის ნიკოლა პელტცს მისცა.

"თქვენ კიდევ ფიქრობთ, რომ მეგან ფოქსი "ტრანსფორმერების" მეოთხე ნაწილში დაბრუნდება? - არა. ქასთინგი ქალის მთავარი როლის შემსრულებლის გამოსავლენად უკვე დასრულდა. ეს ნიკოლა პელტცი იქნება. ახალ სერიაში ნიკოლა მარკ უოლბერგის ქალიშვილს განასახიერებს", - დაწერა მიკრობლოგ "ტვიტერზე" რეჟისორმა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება