კინოთეატრ "ამირანში" დღეს "კომას" პრემიერა გაიმართება

კინოთეატრ "ამირანში" დღეს "კომას" პრემიერა გაიმართება

კინოთეატრ "ამირანში" დღეს ფილმ "კომას" პრემიერა გაიმართება. ფილმის შინაარსი რეალურ ისტორიებზეა აგებული და ქართულ საპატიმროებში არსებულ მძიმე ვითარებას ასახავს.

ფილმის გადაღების პროცესსა და შემოქმედებით ჯგუფზე "ამბები.გე"-სთან მსახიობმა გიორგი დევაძემ ისაუბრა.

- როდის დაიწყეთ გადაღებები?

- გადაღებები 2011 წლის მარტში დავიწყეთ. ისტორია წინასწარმეტყველება აღმოჩნდა იმისა, რაც 2012 წელს ტელევიზიებით ვნახეთ. საუბარია ციხის ცნობილ კადრებზე: პატიმართა ცემა, შეურაცხყოფა.

- შემოქმედებით ჯგუფზე რას იტყვით.

- სცენარის ავტორები ლაშა ბუღაძე და აჩიკო ქავთარაძე არიან. რეჟისორიც აჩიკო ქავთარაძეა. ოპერატორი მინდია ესაძე, კომპოზიტორი ნიკა მაჩაიძე. კასტინგის რეჟისორი ლელი მიმინოშვილი. ფილმის კასტინგზე პირველი მე დამამტკიცეს როლზე.

- როლებს ვინ ასრულებს?

- მთავარ როლს არაპროფესიონალი მსახიობი გიორგი მასხულია ასრულებს. დანარჩენები პროფესიონალი მსახიობები ვართ. როლებში მაყურებელი სხვა მსახიობებთან ერთად ზურა და ალეკო ბეგალიშვილებს, ჯანო იზორიას და სხვა მსახიობებს იხილავს.

- შენ ვის განასახიერებ?

- რამდენადაც საინტერესო როლია, იმდენად უარყოფითი და ნეგატიურია. მაყურებელი ჩემს გმირს ნამდვილად ვერ მოიწონებს. მე ვასრულებ პატიმარ საშა ჟღენტის როლს, რომელიც ციხის ადმინისტრაციის "ნასედკაა".

- პრემიერის წინ ხომ არ ნერვიულობთ?

- სანერვიულო არაფერია, რადგან ძალიან კარგი და მძაფრი ფილმი გამოვიდა. მოსაწვევები ფაქტობრივად აღარ არის, რადგან იმდენად დიდი ინტერესია ფილმის მიმართ, რომ მთავრობის დიდი ნაწილი დღეს კინოთეატრში მოიყრის თავს. დიდი ინტერესის გამო ფილმის პრემიერა ერთდროულად ორ დარბაზში გაიმართება.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება