ქეთა თოფურიას დეკოლტემ რუსებიც კი გააოცა

 ქეთა თოფურიას დეკოლტემ რუსებიც კი გააოცა

გუშინ რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები Премия МУЗ-ТВ 2013-ისთვის მოწყობილ გალა-საღამოზე შეიკრიბნენ. ღონისძიებაზე პრემიის ნომინანტები გამოავლინეს. დრეს-კოდის თანახმად, რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები გალა-ვახშამზე საღამოს სამოსში - მამაკაცები კოსტუმებში, ხოლო ქალბატონები საღამოს კაბებში  მივიდნენ. განსაკუთრებით თვალშისაცემი რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია იყო.

ქეთამ ყველა გააოცა თავისი თამამი სამოსით. მომღერალს შავი, ღრმა დეკოლტიიანი საღამოს კაბა ეცვა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, ქეთას მამაკაცები თვალს ვერ სწყვეტდნენ. საბოლოოდ მომღერალმა მაინც მოიხურა ბეწვის ქურქი.

ქეთამ ჯგუფ "ა სტუდიოსთან" ერთად ჯგუფის რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა, გამოსვლის დასასრულს კი "სულიკო" იმღერა და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ "ა სტუდიოს" სოლისტი МУЗ-ТВ-ს პრემიის გალა საღამოზე რიგითი სტუმარი არ ყოფილა. ჯგუფი "საუკეთესო პოპ-ჯგუფის" ნომინაციაში პირველ ნომრადაა წარდგენილი. აიღებს თუ არა "ა სტუდიო" ჯილდოს, 7 ივნისს, Премия МУЗ-ТВ 2013-ის დაჯილდოებაზე გაირკვევა.

ქეთა ერთადერთი ქართველი მომღერალი არ ყოფილა გალა-საღამოზე. მოწვეულ სტუმართა შორის ირაკლი ფირცხალავაც იყო. ქეთამ და ირაკლიმ ერთად რამდენიმე ფოტოც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება