რომის პაპი 12 არასრულწლოვანს დაბანს ფეხს

რომის პაპი 12 არასრულწლოვანს დაბანს ფეხს

რომის პაპი ფრანცისკ I რომში დღეს არასრულწლოვანთა ერთ-ერთ ციხეში 12 არასრულწლოვან პატიმარს ფეხებს დაბანს. "ბიბისის" ინფორმაციით, ტრადიციულად, ცერემონია წინასააღდგომოდ იმართება და მასზე დასასწრებად რომში ათასობით პილიგრიმი და ტურისტი ჩადის.

დიდ ხუთშაბათს ჩატარებული რიტუალით პონტიფიკი დამსწრეებს ბიბლიურ ეპიზოდს ახსენებს, სადაც მოთხრობილია, როგორ დაბანა საიდუმლო სერობის წინ ქრისტემ თავის 12 მოციქულს ფეხები.

რომის ახალმა წინამძღოლმა "დაარღვია" ფეხის დაბანის ტრადიციული რიტუალი და ნაცვლად იმისა, რომ ის აღევლინა რომის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში და 12 სასულიერო პირისთვის დაებანა პირი, ის თავად ეწვევა არასრულწლოვანთა კოლონიას. რამდენიმე დღის წინ, ფრანცისკ I შიდსით დაავადებულ 12 ადამიანს ეამბორა და ფეხები დაბანა.

კათოლიკური სამყაროს ახალმა წინამძღოლმა კიდევ ერთხელ გააოცა თავისი მრევლი, როცა უარი თქვა სამოციქულო სასახლის აპარატამენტებში ცხოვრებაზე და სხვა მღვდლებთან ერთად, მოკრძალებულ რეზიდენციაში გადავიდა. 

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა