პუტინის ბრძანებით, რუსეთმა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება დაიწყო

პუტინის ბრძანებით, რუსეთმა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება დაიწყო

რუსეთმა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება დაიწყო. როგორც რუსულ მედიას პრეზიდენტის პრესმდივანმა , დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, მოულოდნელი სამხედრო სწავლების ჩატარების შესახებ განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს, დილით 04:00 საათზე გასცა.

პესკოვი არ გამორიცხავს, რომ ვლადიმერ პუტინი ამ სწავლებებს დაესწროს, თუმცა კონკრეტული დღე არ დაუსახელებია.

რაც შეეხება სწავლებას, მისი მიზანია სამხედრო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნა.

წვრთნაში საერთო ჯამში მონაწილეობას მიიღებს 36 გემი, რომლებიც სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკშია ბაზირებული. წვრთნებში ასევე მონაწილეობას მიიღებს სამხედრო ავიაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების შენაერთები, საზღვაო ქვეითი ძალები და ასევე სპეცდანიშნულების რაზმები.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა