"ლარა კროფტი" ანჯელინა ჯოლის გარეშე ბრუნდება

"ლარა კროფტი" ანჯელინა ჯოლის გარეშე ბრუნდება

ცნობილი კომპიუტერული თამაშის "ლარა კროფტის" ეკრანიზაციამ, რომელიც პირველად ეკრანზე 2001 წელს გამოვიდა, საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. ფილმის შემქმნელები არ შეცდნენ, როდესაც მთავარი როლი ანჯელინა ჯოლის ანდეს.

თავად პერსონაჟი აქტუალურობას დღემდე არ კარგავს, ამიტომ გადაწყდა, ეკრანებზე ლარა კროფტის კიდევ ერთი ისტორია გამოვიდეს, თუმცა ამჯერად მასში მონაწილეობას ანჯელინა ჯოლი აღარ მიიღებს. გავრცელებული ხმებით, ახალი პროექტი განსხვავებული იქნება და ლარა კროფტის ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს.

სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა პერსონაჟი აკადემიას ამთავრებს და პირველ ექსპედიციაში მიემგზავრება. ფილმის სცენარი უკვე მზადაა. ახლა რეჟისორისა და მთავარი როლის შემსრულებლის მოძიება დარჩა.

როდის გამოვა ახალი "ლარა კროფტი" ეკრანებზე, ჯერ უცნობია.

მომზადებულია Empire Online-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება