დენიელ კრეიგს 7 წუთში 1 მლნ დოლარი გადაუხადეს

დენიელ კრეიგს 7 წუთში 1 მლნ დოლარი გადაუხადეს

ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელ დენიელ კრეიგს, ნიუ-იორკის ავტოშოუზე 7 წუთიანი ვიზიტისთვის, 1 მლნ დოლარი გადაუხადეს. ვარსკვლავი ავტოშოუზე ახალი Range Rover-ის წარსადგენად მივიდა.

თავდაპირველად დამსწრე საზოგადოებას ვიდეო აჩვენეს, რომელშიც დენიელი ავტომობილის საჭესთან ზის და ნიუ-იორკის ქუჩაში დასეირნობს. კლიპის დასრულების შემდეგ საზოგადოების წინაშე თავად დენიელიც წარსდგა. მოგვიანებით მსახიობმა ავტომობილის წინ ფოტოგრაფებისთვის იპოზიორა.

როგორც New York Daily Post-ი იტყობინება, ვარსკვლავი ღონისძიებაზე ძალიან ცოტა ხნით გაჩერდა. "სიტყვითაც კი არ გამოსულა. იმის თქმაც კი არ შემიძლია,  ნამდვილად იყო იქ თუ არა", - დაიჩივლა ერთ-ერთმა ავტომოყვარულმა.

მომზადებულია New York Daily Post-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება