ბიჭოლას 5 საყვარელი ნივთი

ბიჭოლას 5 საყვარელი ნივთი

დიზაინერი და ბრენდ Anouki Bicholla-ს ერთ-ერთი დამაარსებელი ბიჭოლა თეთრაძე ახლა უკრაინაში მოღვაწეობს. ანუკი არეშიძის ბიზნეს-პარტნიორმა უკვე დაიმსახურა უკრაინული მოდის სამყაროს სიყვარული და ხშირად ჩნდება ადგილობრივ მედიაშიც.

ბიჭოლა პოპულარული ონლაინ-გამოცემის bestin.ua-ს ტრადიციულ რუბრიკაში "5 საყვარელი ნივთი" მოხვდა და მისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთებიც წარადგინა.

1. Topshop-ის ქურთუკი.

ეს ქურთუკი ლონდონიდან ჩამოვიტანე, სადაც ახალი კოლექციის შთაგონებისთვის ჩავედი. იქ არ მქონდა ბევრი დრო შოპინგისთვის. ეს ქურთუკი პირველი იყო, რაც თვალში მომხვდა Topshop-ში შესვლისას. რა თქმა უნდა, არ შემეძლო, არ მეყიდა და ახლა ის ჩემს გარდერობში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნივთია.

2. Vivienne Westwood-ის ბეჭედი.

ძალიან მიყვარს სამკაულები, მაგრამ ბეჭდები ჩემი განსაკუთრებული გატაცებაა. ვერცხლის ბეჭდების მთელი კოლექცია მაქვს, რომელთა შორის არის ჩემი საყვარელიც, რომელსაც თბილი მოგონებები უკავშირდება. სწორედ ეს ბეჭედი მაჩუქა პირველი შეხვედრისას ჩემმა საყვარელმა მეგობარმა და დიზაინერმა ანუკი არეშიძემ. გარდა ამისა, ეს ბეჭედი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდის Vivienne Westwood-ის შექმნილია.

ეს ბეჭედი ჩემთვის თილისმაა. ერთხელ ღამის კლუბში დამეკარგა. ძალიან ვინაღვლე და კლუბში რამდენჯერმე დავრეკე იმ იმედით, რომ ვინმე იპოვიდა. და როდესაც უკვე ფიქრებში დავემშვიდობე, რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ დამლაგებელმა იპოვა - ჩემი თილისმა დამიბრუნდა. მას შემდეგ თითქმის არასდროს ვიხსნი.

3. Maison Martin Margiella-ს კეპი.

ეს მეგობრის კიდევ ერთი საჩუქარია. საერთოდ არ ვატარებ ქუდებს, მაგრამ ამაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ეს კეპი ძალიან მოსახერხებელია და ჩემი აზრით, მიხდება.

4. მედალიონი.

ეს სამკაული Topshop-ი, limited edition-ია (შეზღუდული რაოდენობა). როდესაც მაღაზიაში დავინახე, ბოლო იყო და რა თქმა უნდა, თავი ვერ შევიკავე და ვიყიდე, რასაც ოდნავადაც არ ვნანობ.

5. სპორტული ფეხსაცმელი.

სპორტული ფეხსაცმელი - ეს ჩემი სავიზიტო ბარათია. ვაღმერთებ ბოტასებს, განსაკუთრებით დიზაინერ ჯერემი სკოტის მიერ შექმნილს. მას აქვს მოდური, კაშკაშა სპორტული ფეხსაცმელების მთელი ხაზი, რომლებშიც შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩე. ასეთი ფეხსაცმლის პირველი წყვილი კიევში შევიძინე. დღეისთვის უკვე ასეთი სპორტული ფეხსაცმელების ღირსეული კოლექცია მაქვს.

6. სლიპერები

ეს ფეხსაცმელები მეგობარმა მაჩუქა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბრენდი Вillionaire-ი, როგორც წესი სერიოზული, ზრდასრული მამაკაცებისთვის მუშაობს, მაგრამ ამ ფეხსაცმელში არის ირონიის მარცვალი - თავის ქალის ეს აპლიკაცია ძალიან მომწონს.

7. სათვალეები

უპირატესობას ვანიჭებ ისეთ ლუქს-კლასის ბრენდებს, როგორიცაა Tom Ford და McQueen, მაგრამ ისინი ძირითადად ოციფიალურ იმიჯს უხდება, ამიტომ ჩემს ყოველდღიურ სტილს ჯინსებს, ბოტასებს, ნათელ მაისურებს ყოველთვის ვერ ვუხამებდი. ამიტომ, როდესაც ჩემმა მეგობარმა ახალი აქსესუარების ბრენდი Neff-ი მირჩია, სიამოვნებით შევიძინე. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ძალიან მჩატე და მოდურია და ძალიან მიხდება.

მომზადებულია bestin.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება