პაფ დედი ყველაზე მდიდარი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელია

პაფ დედი ყველაზე მდიდარი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელია

პაფ დედი, Forbes-ის ყველაზე მდიდარ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელთა რეიტინგის სათავეში მოექცა.

როგორც გავლენიანი გამოცემა იტყობინება, ამ დროისთვის რეპერის ქონება 580 მლნ დოლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, ასეთი თანხა ვარსკვლავმა, მხოლოდ მუსიკალური ნიჭით არ დააგროვა.

პაფ დედი საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი ინვესტორია. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტიცია მომღერალმა სპირტიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიაში განახორციელა.

ყველაზე მდიდარ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელთა რეიტინგში მოხვდნენ ჯეიზი და დოქტორ დრეც.

Forbes-ის ტოპ-5-ეულში ადგილები ასე გადანაწილდა:

1. პაფ დედი - 580 მლნ დოლარი

2. ჯეიზი - 475 მლნ დოლარი

3. დოქტორ დრე - 350 მლნ დოლარი

4. ბრაიან უილიამსი – 150 მლნ დოლარი

5. 50 ცენტი - 125 მლნ დოლარი

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება