სერიალ "ვამპირის დღიურების" ვარსკვლავი იან სომერჰოლდერი ჟურნალ Prestige-ის აპრილის ნომრის მთავარი გმირი გახდა. მსახიობმა გამოცემას ინტერვიუ მისცა და მცირე ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.
გამოცემასთან საუბრისას იანმა მის გმირზე, ვამპირ დეიმონ სალვატორეზე ისაუბრა. "ვერ ვიხსენებ, კონკრეტულად როდის იქცნენ ვამპირები ესთეტიკურად მიმზიდველ პერსონაჟებად. მე მივდივარ სამსახურში და ლამაზ გოგონებს ვკბენ. შეიძლებოდა ყველაფერი უარესადაც ყოფილიყო", - აღნიშნა ხუმრობით მსახიობმა, რომელიც შოუ-ბიზნესში იუმორის გრძნობით გამორჩეულია.
ვარსკვლავი თავისუფალ დროსაც კი არ ისვენებს. მას დაფუძნებული აქვს ფონდი, რომლის ფარგლებში ლუიზიანაში ფერმის აშენებას გეგმავს. აქვე აშენდება საგანმანათლებლო ბანაკი ბავშვებისთვის.


მომზადებულია Prestige-ის მიხედვით.