სუპერმოდელმა კაროლინა კურკოვამ ქუჩაში იცეკვა. ვარსკვლავი ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა ბრუკლინის ერთ-ერთ ქუჩაში და გარდა საკუთარ თავზე საუბრისა, ბრეიკ-დანსიც იცეკვა.
მიუხედავად იმისა, რომ მოდელს ამ ცეკვის შესაბამისად არ ეცვა, მან შესანიშნავად შეასრულა ყველა მოძრაობა და ჟურნალისტი აღაფრთოვანა.
მოდელს კარგი განწყობა ცოტა ხნის წინ მოპოვებულმა გამარჯვებამ შეუქმნა. კაროლინას პროტეჟემ შოუში The Face, ნაომი კემპბელის და კოკო როშას ჯგუფში მყოფი კონკურსანტები უკან ჩამოიტოვა და სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.