მსახიობები, რომლებმაც ეკრანზე გაშიშვლება ინანეს

მსახიობები, რომლებმაც ეკრანზე გაშიშვლება ინანეს

მართალია ჰოლივუდში სულ უფრო იშვიათად იღებენ თამამ, სექსუალურ სცენებს, თუმცა ზოგიერთი ვარსკვლავი, რომელმაც წარსულში გაიხადა, ამის შესახებ დღემდე ნანობს.

კელი ბრუკის შიშველი მკერდი საზოგადოებამ 2011 წელს ფილმში "პირანია" იხილა. მსახიობი ძალიან ნანობს ამ საქციელს.

"რა თქმა უნდა, უკან ვიხედები და ვფიქრობ, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ნამდვილად კარგი ფული მოდის, როდესაც ამ ასაკის ადამიანი ასე პოზირებს, მაგრამ ეს არ იყო კარგი. ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ ვიზამ", - განაცხადა მსახიობმა.

ქეით უინსლეტის მკერდი მის თითქმის ყველა ფილმში გვხვდება. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ მსახიობს მისი დემონსტრირება მოსწონს, თუმცა, ეს ასე არ არის.

"არ მინდა ისეთ მსახიობად ვიქცე, რომელიც ყოველთვის შიშვლდება", - აღნიშნა ვარსკვლავმა.

ნატალი პორტმანი ცნობილია თავშეკავებული როლებით. ბოლო დროს მსახიობი თამამ ფოტოსესიებშიც კი აღარ იღებს მონაწილეობას. ყველაფერი კი 2007 წელს ფილმით Hotel Chevalier დაიწყო, სადაც ნატალიმ კამერების წინ სრულიად გაიხადა. მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ნანობს თავის საქციელს და არ უნდა გაშიშვლებულიყო.

ტეილორ ლოტნერის წელსზემოთ შიშველი სცენები ფილმში "ბინდი" ინტერნეტ-საზოგადოებაში ხუმრობის საგნადაც კი იქცა. მსახიობს შესანიშნავი სხეული აქვს და ალბათ სწორედ ამიტომ, ფილმის რეჟისორი მოითხოვდა, რომ ლოტნერს თითქმის ყველა სცენაში მაისური გაეხადა. როგორც ჩანს, მსახიობს თავადაც აღიზიანებდა ის, რომ ყველა კადრში მის ნავარჯიშებ სხეულს უფრო აკვირდებოდნენ, ვიდრე მის სამსახიობო ოსტატობას.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება