ისრაელმა აშშ-ს ებრაელების რაოდენობით პირველად გაუსწრო

ისრაელმა აშშ-ს ებრაელების რაოდენობით პირველად გაუსწრო

2013 წლის დასაწყისში ისრაელი გახდა ქვეყანა, რომელშიც უფრო მეტი ებრაელი ცხოვრობს, ვიდრე აშშ-ში.

ისრაელში მაცხოვრებელი ებრაელების საერთო რაოდენობამ 6 მლნ ადამიანს გადააჭარბა, მაშინ როცა აშშ-ში ხუთ ნახევარ მლნ-ზე მეტი ცხოვრობს, აქედან ორი მილიონი - ქალაქ ნიუ-იორკში და მის შემოგარენში.

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ინფორმაციით, სულ მსოფლიოში 13,8 მლნ ებრაელია, ამასთან მათი რაოდენობა უცხოეთში თანდათანობით მცირდება.

სულ ისრაელში დაახლოებით 7 მლნ ადამიანი ცხოვრობს. რაოდენობით მოსახლეობის მეორე ჯგუფი - არაბები (1,6 მლნ) არიან, მესამე კი - აღმოსავლური წარმოშობის ქრისტიანები არიან.

დიდი ხნის განმავლობაში აშშ ისრაელს ებრაელების რაოდენობით უსწრებდა, მაგრამ ემიგრანტების მუდმივმა ნაკადმა და მაღალმა შობადობამ სურათი შეცვალა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა