ჯოან სმოლსი ყველაზე მოთხოვნადი სუპერმოდელია

ჯოან სმოლსი ყველაზე მოთხოვნადი სუპერმოდელია

მისი სახელი და გვარი შეიძლება ბევრს არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ ჯოან სმოლსი ნომერ პირველი სუპერმოდელია და მასთან კონკურენციას ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი, ჟიზელ ბუნდჰენი და მირანდა კერიც კი უფრთხიან.

24 წლის პუერტო-რიკოელი სუპერმოდელი მოდის ბიზნესში მოღვაწე დიზაინერებმა, სამოდელო სააგენტოების ხელმძღვანელებმა, მოდის ჟურნალების რედაქტორებმა, ფოტოგრაფებმა და აგენტებმა ყველაზე სასურველ მოდელად დაასახელეს.

გრძელფეხება ლათინოსი Victoria's Secret-ის მოდელია, უთანამშრომლია პოპულარულ მოდის სახლებთან. მასთან კონტრაქტით ამაყობს მოდის დიზაინერი სტელა მაკარტნი და იტალიური კომპანია "ვერსაჩე". ყველა ჩვენებას, რომლის პოდიუმზეც ჯოანი გამოჩნდება, წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

ჯოანის წარმატება გრძელმა ფეხებმა, ბუნებრივად ლამაზმა სახის ნაკვთებმა და პოდიუმზე სახასიათო სიარულის მანერამ მოუტანა. სმოლსის სიმაღლე 179 სანტიმეტრია. პარამეტრები: 83-61-87.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება