ჟან რენო: "64 წლის ასაკში კინოს მიტოვება არ მემეტება"

ჟან რენო: "64 წლის ასაკში კინოს მიტოვება არ მემეტება"

ფრანგი მსახიობი ჟან რენო 64 წლისაა და კინოდან წასვლას არ აპირებს. ვარსკვლავი პარიზში ცხოვრობს, მაგრამ ნიუ-იორკზეა შეყვარებული.

"ჩემი ოჯახით ხშირად ჩავდივარ ნიუ-იორკში მდებარე სახლში და რამდენიმე თვე ვრჩები. პარიზზე მეტად მიყვარს ეს ქალაქი. ნიუ-იორკში სხვა ცხოვრებაა, ამას ყველა ტურისტი გრძნობს. რაღაც სხვანაირი ენერგია გეძლევა".

ახალგაზრდობაში 40-50 წლის კაცი უკვე მოხუცი ეგონა. დღევანდელი გადასახედიდან ყმაწვილობაში ნათქვამი სიტყვები სასაცილოდ ეჩვენება.

"ვფიქრობდი, 50 წლის გავხდები და პენსიაზე გავალ. დღეს 64 წლის გახლავართ და პენსიაზე გასვლა არ მინდა. კინოს ინდუსტრიაში ძალიან კრეატიული ხალხი გამოჩნდა, პერსპექტიული ახალგაზრდები იზრდებიან და იმედი და სურვილი, მქონდეს კარგ მსახიობობაზე პრეტენზია, უფრო მიმძაფრდება. უკვე დამავიწყდა, როდის მოვაწერე ხელი პირველ კონტრაქტს, რაც თავი მახსოვს, გადასაღებ მოედანზე ვარ. შემიძლია დაზუსტებით განვაცხადო, რომ ტელესერიალები ჩემი სფერო არაა, ჟან რენოს ადგილი ფილმებშია", - განაცხადა ვარსკვლავმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია hollywoodreporter.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება