ჯასტინ ბიბერს მაიმუნი ჩამოართვეს

ჯასტინ ბიბერს მაიმუნი ჩამოართვეს

თინეიჯერების საყვარელი მომღერალი, ჯასტინ ბიბერი გერმანელმა მებაჟეებმა საბაჟო წესების დარღვევაში დაადანაშაულეს და, კონფისკაციის მიზნით, მოშინაურებული მაიმუნი ჩამოართვეს.

მომღერალი საყვარელ მაიმუნთან ერთად გერმანიაში გასტროლებზე ჩავიდა. საზღვარი ცხოველმაც და მისმა პატრონმაც კერძო თვითმფრინავით გადაკვეთეს, თუმცა საბაჟო კონტროლის გავლისას გერმანელებმა ჯუჯა მაიმუნისთვის სპეციალური საბუთები მოითხოვეს. შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო მაიმუნი, სახელად მოლი კონფისკაციას დაექვემდებარა.

"ჯასტინ ბიბერმა გერმანიის ტერიტორიაზე ეგზოტიკური ცხოველი სანიტარული დოკუმენტაციის გარეშე შემოიყვანა, რისთვისაც ჯარიმისა და საკარანტინო მოსაკრებელის გადახდა მოუწევს", - განაცხადა მიუნჰენის აეროპორტის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა, ტომას მეისტერმა. მისი თქმით, ჯარიმის გადახდის შემდეგ მოლი პატრონს დაუბრუნდება. ვიდრე ახალგაზრდა მომღერალი საგასტროლო ტურნეთია დაკავებული, მაიმუნი სპეციალურ თავშესაფარში იმყოფება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება