საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლის, კარლა ბრუნის ახალი ალბომი Little French songs ("ფრანგული პატარა სიმღერები") ორშაბათს გამოვა.
ეს ფაქტი მედიაში დებატების მიზეზი უკვე გახდა. საფრანგეთის პრესას ეჭვი გაუჩნდა, რომ ბრუნი ერთ-ერთ სიმღერაში საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს დასცინის.
ფრანგმა მსმენელებმა ახალი ალბომიდან რამდენიმე სიმღერა უკვე მოისმინა - J'arrive a toi ("მოვდივარ შენთან"), Mon Raymond ("ჩემი რაიმონდი"), Chez Keith et Anita (”კეიტსა და ანიტას").
ბრუნის მეოთხე ალბომის გამოსვლას ჯერ კიდევ 2011 წელს ელოდნენ, მაგრამ იგი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო გადაიდო - ბრუნის არ სურდა, რომ ალბომის გამოსვლას მისი მეუღლის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელი შეეშალა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.