მადონას უსახლკარო ძმა: "ჩემი დისთვის სულერთია, ვიცოცხლებ თუ მოვკვდები"

მადონას უსახლკარო ძმა: "ჩემი დისთვის სულერთია, ვიცოცხლებ თუ მოვკვდები"

მილიარდერი ამერიკელი პოპ-მომღერლის, მადონას ძმა უსახლკაროა და თავს მოწყალების თხოვნით ირჩენს. 55 წლის ენტონი ჩიკონე ხიდის ქვეშ ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, ოჯახის წევრებს მისი მდგომარეობა არ აღელვებთ.

"მადონასთვის სულერთია ჩემი არსებობა. ის არ ინტერესდება, ცოცხალი ვარ თუ არა. ჩემი და საკუთარ სამყაროში ცხოვრობს", - განაცხადა ენტონი ჩიკონემ.

ენტონისთვის საკვები მამას მიაქვს, თუმცა მამა-შვილს კარგი ურთიერთობა არა აქვს:

"მამაჩემი ფიქრობს, რომ ასე განგებ ვცხოვრობ. ის ძალიან ბედნიერი იქნებოდა, რომ მოვკვდე. ასეთ შემთხვევაში ჩემთვის საჭმლის მოტანა აღარ მოუწევს", - ამბობს მომღერლის ძმა.

მისი თქმით, ის ნებისმიერ სამუშაოზე იყო თანახმა, ოღონდ ქუჩაში არ აღმოჩენილიყო, თუმცა სხვადასხვა გარემოებებმა მისი დღევანდელი ცხოვრება განაპირობა. როგორც დასავლური პრესა იუწყება, ენტონი სამსახურიდან ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო დაითხოვეს. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ის არაფხიზელ მდგომარეობაში ეკლესიაში მისვლის გამო, ციხეში მოხვდა. თავად ჩიკონე საკუთარ თავს ალკოჰოლიკად არ მიიჩნევს.

ენტონი რვა და-ძმას შორის ყველაზე უფროსია. მადონასთან მას ბავშვობიდან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მადონა და მამამისი ენტონის მკურნალობის ხარჯებს ფარავდნენ, მაგრამ ახლა უსახლკარო ჩიკონე მკურნალობაზე უარს აცხადებს.

"არასდროს არაფერი მითხოვია ჩემი დისთვის. ის მდიდარია და ამისთვის ბევრს მუშაობს. თუ ასე ცხოვრება მოსწონს, ეს მისი პრობლემაა", - განაცხადა ენტონიმ.

მადონას ნათესავებში ნამდვილად არ გაუმართლა. მომღერლის უმცროსი ძმა წიგნს წერს, რომელშიც მკითხველს მადონას ინტიმური ცხოვრების დეტალებს გააცნობს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება