ჩინეთში ორი ადამიანი ფრინველის გრიპის ახალი სახეობით გარდაიცვალა

ჩინეთში ორი ადამიანი ფრინველის გრიპის ახალი სახეობით გარდაიცვალა

ჩინეთში, შანხაიში და ანხოის პროვინციაში ფრინველის გრიპით - H7N9 ვირუსით დაავადების მინიმუმ სამი შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე ვირუსის ეს შტამი ადამიანებზე არ გადადიოდა, ამიტომ მისი ვაქცინა არ არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ China Daily ავრცელებს.

გაზეთის ინფორმაციით, დასნეულების ორი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა, კიდევ ერთი დაავადებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ჯერჯერობით დაავადების წყარო დადგენილი არ არის. ასევე უცნობია, არის თუ არა ფრინველის გრიპის ამ სახეობით დაავადებული ის 88 ადამიანი, რომელთაც დასნეულებულებთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ.

სპეცილისტები აღნიშნავენ, რომ ეს ვირუსის ამ შტამით ადამიანების დაავადების პირველი შემთხვევაა. ექიმების დაკვირვებით, დიაგნოზი ლაბორატორიული ტესტებით და ეპიდემიოლოგიური კვლევებით დადასტურდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ როგორც ჩინეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ H7N9-ის ვაქცინა არ მოიპოვება.

მომზადებულია China Daily-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა