ჯორჯ კლუნი ფილმს იღებს

ჯორჯ კლუნი ფილმს იღებს

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი სარეჟისორო კარიერას იწყებს. "ლეგენდარული ადამიანები" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის ეკრანიზაციაზეც კლუნი მუშაობს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მსახიობმა ულვაშიც მოუშვა.

კლუნის ფილმში მთავარ როლებს მეთ დეიმონი, დენიელ კრეიგი, ბილ მიურეი, ჟან დიუჟარდენი და კეიტ ბლანშეტი განასახიერებენ.

ფილმი "ლეგენდარული ადამიანები" რობერტ ედსელის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია იქნება. რომანი ხელოვნებათმცოდნეებზეა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის მუზეუმებიდან ფაშისტების მიერ მოპარული ხელოვნების ნიმუშების მოძიებას ცდილობენ.

მომზადებულია cosmo.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება