რიო-დე-ჟანეიროში ტურისტი ავტობუსში გააუპატიურეს

რიო-დე-ჟანეიროში ტურისტი ავტობუსში გააუპატიურეს

რიო-დე-ჟანეიროში, სადაც მომავალ წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2016 წელს ოლიმპიური თამაშები გაიმართება, ტურისტი გოგონა ავტობუსში გაქურდეს და გააუპატიურეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

შემთხვევა სარეისო მიკროავტობუსში მოხდა. ტრანსპორტში ბოროტმოქმედები ავიდნენ და მგზავრებს ავტობუსის დატოვება მოსთხოვეს. დამნაშავეებმა ტურისტი გოგონა და მისი შეყვარებული რიოს გარეუბანში გაიტაცეს, სადაც გოგონას რამდენიმე საათის განმავლობაში მისი შეყვარებულის თვალწინ აუპატიურებდნენ.

ბოროტმოქმედებმა დაზარალებული გოგონას მეგობარ მამაკაცს სცემეს და ხელბორკილები დაადეს. მანამდე კი ორივე მათგანს ბანკომატებიდან ფულის გამოტანა აიძულეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები დაკავებულნი არიან.

ტურისტების ეროვნებასა და მათ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა