30 მარტს მოსკოვის "კროკუს სიტი ჰოლში" ნინო ქათამაძისა და ჯგუფ Insight-ის კონცერტი "ფერადი მარტი" გაიმართა. youtube-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა კონცერტზე გადაღებული რამდენიმეწუთიანი ჩანაწერი გაავრცელა.
ვიდეოში ნინო დარბაზში დგას და მაყურებელს სიმღერა "ოლეის" უძღვნის. კონცერტზე მუსიკალურ აკომპანიმენტს ქათამაძეს, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი უწევდა.