ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის ოჯახში განხეთქილებაა

ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის ოჯახში განხეთქილებაა

ვარსკვლავური წყვილის, მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკისა და მისი მეუღლის, მსახიობ ჯესიკა ბილის ოჯახში განხეთქილებაა.

ჯასტინი მთელ დღეებს სტუდიაში ატარებს და ახალი სიმღერების ჩაწერაზე მუშაობს, ჯესიკას კი ქმრის გარეშე სახლში მარტო ყოფნა მობეზრდა. როგორც წყვილის ახლო მეგობარი ამბობს, ბილმა ტიმბერლეიკს კატეგორიულად მოსთხოვა, საღამო მაინც გაატაროს შინ. ჯასტინი მორიგი მუსიკალური ტურნესთვის ემზადება და მეუღლესთან დროის გასატარებლად ვეღარ იცლის. ჯესიკა მეგობრებთან ხშირად ჩივის, რომ ჯასტინისთვის ოჯახზე მნიშვნელოვანი კარიერაა.

"ჯასტინი სტუდიაში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე სახლში. ამჟამად ტურნესთვის ემზადება და დიდი ხანია მეუღლესთან ერთად არსად წასულა. ჯესიკა მოწყენილი დიასახლისია. წყვილს შორის ჰარმონია გაქრა. შესაძლოა, უთანხმოება განქორწინებამდე მივიდეს", - ამბობს ჯესიკას ახლო მეგობარი.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება