ჯერი ჰოლიველმა რუსი საყვარელი მიატოვა

ჯერი ჰოლიველმა რუსი საყვარელი მიატოვა

პოპ-ჯგუფ Spice Girls-ის ყოფილი სოლისტი ჯერი ჰოლიველი კვლავ მარტოა. პოპ-ვარსკვლავმა სამთვიანი ურთიერთობის შემდეგ რუსი ბიზნესმენი ანტონ კაზუბოვსკი მიატოვა. 40 წლის მომღერალს წარმატებული მუსიკალური კარიერა აქვს, თუმცა პირად ცხოვრებაში არ უმართლებს.

წყვილის დაშორება საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. მათ ერთმანეთი შარშან გაიცნეს და მალევე დაახლოვდნენ. თავიდან წყვილმა რომში რომანტიული არდადეგები მოიწყო, შემდეგ კი მომღერალი და ბიზნესმენი ლონდონში შენიშნეს.

რამდენიმე დღის წინ ჯერიმ შეიტყო, რომ კაზუბოვსკი ოფიციალურად არ განქორწინებულა რუს მოდელსა და მოცეკვავე ზარინა აიზენშტატთან. სავარაუდოდ, მომღერლისა და ბიზნესმენის დაშორების მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა.

ანტონი და ზარინა 2010 წელს შეუღლდნენ. წყვილი 2011 წელს დაშორდა, თუმცა საბუთებზე ხელი დღემდე არ მოუწერიათ.

ჯერი ჰოლიველი სამჯერ იყო დანიშნული, თუმცა არცერთხელ გათხოვილა.

"ყველამ კარგად იცის, რომ პირადი ურთიერთობები ჩემი ძლიერი მხარე არ არის", - ამბობს ჯერი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომზადებულია DailyMail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება