ჰელენ მირენი ავტოგრაფებს აღარ არიგებს

ჰელენ მირენი ავტოგრაფებს აღარ არიგებს

ჰელენ მირენმა ელიზაბეტ II მიბაძა და სპექტაკლის წინ ავტოგრაფების გაცემა შეწყვიტა. 2007 წელს მსახიობმა ინგლისის დედოფალი განასახიერა და როლისთვის "ოსკარიც" მიიღო. ახლა ელიზაბეტ მეორის როლს მირენი თეატრალურ დადგმაში ასრულებს.

იმისათვის, რომ როლი უკეთ გაითავისოს, ჰელენმა გადაწყვიტა ცოტა ხანი თავი შეიკავოს თაყვანისმცემლებთან ურთიერთობისგან. ცნობილია, რომ პროტოკოლი დედოფალს ავტოგრაფების დარიგების უფლებას არ აძლევს.

ცოტა ხნის წინ თეატრის კარზე გაჩნდა განცხადება, რომელიც ყველას აუწყებს, რომ ჰელენ მირენი თაყვანისმცემლებს ავტოგრაფებს არ მისცემს.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მსახიობის ავტოგრაფის მსურველებმა იმედი უნდა გადაიწურონ. სპექტაკლის დასრულების შემდეგ დაცვა მსურველთა ფოტოებს და ფურცლებს შეაგროვებს, რომელსაც ჰელენი ხელს თავის საგრიმიოროში მოაწერს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება