კრის ბრაუნი: "როგორც იქნა, მივხვდი, რომ ქალების ცემა არასწორია"

კრის ბრაუნი: "როგორც იქნა, მივხვდი, რომ ქალების ცემა არასწორია"

კრის ბრაუნი იმ სამარცხვინო ინციდენტზე საუბარს, როცა შეყვარებული, მომღერალი, რიანა სცემა, აქამდე გაურბოდა. მაგრამ ამჟამად ცნობილი მომღერალი საკუთარი იმიჯის გამოსწორებას დიდი მონდომებით ცდილობს, ამიტომ მეტ ლოუერის შოუში რიანას ცემის ფაქტზე ისაუბრა.

23 წლის ბრაუნი ამბობს, რომ ალბომზე Fine China მუშაობამ და ცხოვრებამ ბევრი რამ მიახვედრა. "ჩემი აზრით, ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა უნდა დავამტკიცო, რომ ნამდვილი კაცი ვარ. ვიცი, რაც გავაკეთე, სწორი არ იყო და ამას არასდროს გავიმეორებ. ვგრძნობ რიანას გულს, ის კი - ჩემსას გრძნობს. ნეგატივზე ფოკუსირებული არ ვარ, ჩემთვის ყველაფერში არსებობს დადებითი. ფსიქოლოგთან 52 კვირის განმავლობაში ვიარე და შედეგად, როგორც იქნა, მივხვდი, რომ მაშინ სწორად არ მოვქცეულვარ. ქალების ცემა არ შეიძლება."

კრისს მთელი ამ ხნის განმავლობაში ინციდენტი ახსოვდა. "მახსოვს, ვიჯექი და სულ ვფიქრობდი: "რატომ გავაკეთე ეს?" დახმარება მჭირდებოდა. ჩავიტარე 52-კვირიანი პროგრამა, რამაც შედეგი გამოიღო. პოზიტიურად მივიწევ წინ. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შემიძლია დავამტკიცო, რომ შევიცვალე. დავუმტკიცო საკუთარ თავს, ფანებს, რომლებმაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა გამომიცხადეს."

მართალია, რიანას სიყვარული დაიბრუნა, მაგრამ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა უფრო რთულია. "რა თქმა უნდა, ყველასთან ვერ მივალ და ვერ ვთხოვ, რომ შემინდონ. ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს აზრს ვერასდროს შეაცვლევინებ".

ბრაუნმა ასევე, აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც შეყვარებულზე ხელით გაიწია, იმაშიც ეჭვი ეპარებოდა, რომ რიანა ხმას გასცემდა. "სამუდამოდ მადლიერი ვიქნები" - ამბობს კრისი რიანაზე, რომელმაც ბევრისთვის მოულოდნელად, მას აპატია. "ის ინციდენტი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი პერიოდი იყო, რიანა კი საოცარი ადამიანია, მან მაპატია და ამიტომ, მის მიმართ ყოველთვის მადლიერების გრძნობა მექნება."

მან შეყვარებულთან ამჟამინდელ ურთიერთობაზეც ისაუბრა: "ჩვენი ურთიერთობა ბავშვურია. ვცდილობ, ძალიან სერიოზული არ გავხადო, ყოველ საღამოს სანთლების წინ ვახშმობა არ მსურს. ყველაფერი მხიარული და ნამდვილი უნდა იყოს."

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება