სუპერმენის კოსტუმი აუქციონზე იყიდება

სუპერმენის კოსტუმი აუქციონზე იყიდება

კოსტუმი, რომელიც კრისტოფერ რივს ფილმ "სუპერმენში" ეცვა, აუქციონზეა გამოტანილი და მისი ფასი 24 000 ევროა.

ფილმი ეკრანებზე 1987 წელს გამოვიდა. გადაღებების დასრულების შემდეგ კოსტუმი გადასაღები ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შეიძინა, ახლა კი პატრონმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

ფილმის გადაღებისას კრისტოფერისთვის რამდენიმე კოსტუმი შეიქმნა, თუმცა გასაყიდად გამოტანილი კოსტუმი სპეციალურად ისეთი სცენებისთვისაა, რომლის დროსაც პერსონაჟს ფრენა უწევდა.

აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ლოტის მაღალი ფასი კლიენტებს არ დააფრთხობს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება