სპეციალისტები ჯავშანჟილეტებში სპეციალურ ნანოქაფს გამოიყენებენ

სპეციალისტები ჯავშანჟილეტებში სპეციალურ ნანოქაფს გამოიყენებენ

ბოლო დროს ჯავშანჟილეტებისა და სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესაქმნელად სპეციალისტები სულ უფრო ხშირად ნანოტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მასალებსა და ტექნოლოგიებს იყენებენ. ქალაქ სანდიეგოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტთა თქმით, მათი შექმნილი უნიკალური მასალის გამოყენება არა მხოლოდ ჯავშანჟილეტებში, არამედ სამხედრო ტექნიკაშიც შეიძლება. ადამიანებს ის როგორც ტყვიებისგან, ასევე საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევებისგან დაიცავს.

სპეციალური ნანოქაფი  ერთმანეთში მოლეკულარულ დონეზე ორი კომპონენტის შერევით მიიღება. შემდეგ მაღალი ტემპერატურის მეშვეობით, ერთ-ერთი კომპონენტიდან მეორე გამოყავთ. წარმოქმნილი სიცარიელები კი ნანომეტრული მასშტაბის ფორებად იქცევიან. მასალის სიმტკიცეში განსაკუთრებულ როლს სწორედ ამ ფორების ზომები წარმოადგენენ. დიდი ზომის შემთხვევაში, ნანოქაფი ტყვიის მოხვედრის შედეგად წარმოქმნილ დატვირთვებს ვერ უძლევს და იხევა.

ნანოქაფის რამდენიმე ნაირსახეობა კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა პნევმატური იარღიდან და 9 მმ-იანი პისტოლეტიდან სროლით გამოსცადეს. შემდგომი შედეგების შესასწავლად, დაზიანებული ქაფის სტრუქტურას ელექტრონული მიკროსკოპით აკვირდებოდნენ.

ამჟამად სპეციალისტთა ძალისხმევა ნანოქაფის მახასიათებლების გაუმჯობესებასთან ერთად მისი ღირებულების შემცირებისკენაა მიმართული, რომ მისი გამოყენება, თხელი ფირფიტების სახით ჯავშანჟილეტებში გახდეს შესაძლებელი.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე