ხელისგულზე დატეული უპილოტო

ხელისგულზე დატეული უპილოტო

ბრიტანულმა კომპანია BCB International-მა ახალი ტიპის მინიატურული სათვალთვალო უპილოტო საფრენი აპარატი SQ-4 Recon წარმოადგინა. ის იმდენად პატარაა, რომ ადამიანის ხელისგულზე ეტევა.

მწარმოებელი კომპანიის მტკიცებით, აკუმულატორების ერთი დამუხტვით, აპარატს უწყვეტი ფრენა 25 წუთის განმავლობაში შეუძლია. მისი ფრენის მაქსიმალური სიშორე მართვის პუნქტიდან 2,5 კილომეტრით განისაზღვრება. SQ-4 Recon-ში გამოყენებული 10 ულტრაბგერითი მოდული, აპარატს შეზღუდულ სივრცეში მანევრირებაში ეხმარება. გამორთული ძრავების შემთხვევაში, მის ვიდეოკამარებს რეალურ დროში გამოსახულების გადაცემა 8 საათის განმავლობაში შეუძლია. უპილოტოზე არსებული წითელი შუქდიოდების წყალობით, ოპერატორს 5 მეგაპიქსელიანი ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული გამოსახულების მიღება ღამის პირობებშიც შეეძლება.

მინიატურული უპილოტოს ჰაერში გადაადგილებას 4 ხრახნი უზრუნველყოფს. სრულად აღჭურვილი SQ-4 Recon მხოლოდ 968 გრამს იწონის და მაქსიმალურ 400 მ-ის სიმაღლეზე შეუძლია ფრენა. მისი მართვა დისტანციურად, კომპაქტური პულტიდან ხდება. ნავიგაციისთვის GPS სისტემა გამოიყენება. უპილოტოს საკუთარი ავტოპილოტიც აქვს, რომელიც მის უსაფრთხო გადაადგილებას წინასწარ დაგეგმილი მარშრუტის მიხედვით უზრუნველყოფს.

მწარმოებლების თქმით, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, SQ-4 Recon-ის დისტანციური პილოტირება პლანშეტური კომპიუტერებიდან და iPad-ებიდანაც შეიძლება. მინიატურული უპილოტოს ღირებულება 32 ათასი აშშ დოლარია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე