რიზ უიზერსპუნმა იმიჯი შეიცვალა

რიზ უიზერსპუნმა იმიჯი შეიცვალა

ჰოლივუდის ცნობილმა ქერათმიანმა რიზ უიზერსპუნმა თმა წაბლისფრად გადაიღება. მსახიობმა იმიჯი 37 წლის იუბილიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიცვალა.

იმიჯის შეცვლის მიზეზი მისი ახალი როლია: იგი ფილიპ ფალარდოს ფილმში "ტყუილი სიკეთისთვის" ამერიკელის როლს ასრულებს. უიზერსპუნის გმირი ადაპტირებაში ეხმარება სუდანიდან დევნილს, რომელმაც სამ მოზარდთან ერთად აშშ-ში გადასვლის შესაძლებლობა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ 2005 წელს რიზ უიზერსპუნმა როლისთვის თმის ბუნებრივი ფერი უკვე შეიცვალა. მან ქანთრის ვარსკვლავ ჯონი კეშზე გადაღებული ბიოგრაფიული სურათისთვის "ზღვარზე" თმა წაბლისფრად გადაიღება. ფილმში მსახიობმა მომღერლის მეორე მეუღლის როლი შეასრულა, რომელთანაც მან გარდაცვალებამდე იცხოვრა.

მომზადებულია starhit.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება